Friday, October 26, 2012

მასწავლებლის მოლოდინების ძალა



კარგი თუ ცუდი; რას ელიან მასწავლებლები თავიანთი მოსწავლეებისგან და რას ღებულობენ სინამდვილეში!


ავტორი: რობერტ ტობერი

შესავალი

მასწავლებელთა უმრავლესობამ ცოტა რამ მაინც იცი პიგმალიონის ეფექტის შესახებ ანუ უცნობი ადამიანის შესახებ ჩვენს მოლოდინს, შეუძლია აიძულოს ეს ადამიანი მოიქცეს ისე, რომ გაამართლოს ეს მოლოდინი. ყველას, ვისაც წაკითხული აქვს ბერნარდ შოუს ,,პიგმალიონი“ ან ნანახი აქვს ფილმი ,,ჩემი მშვენიერი ლედი“, ახსოვს პროფესორი ჰიგინსის რწმენით (ანუ ელიზას შესახებ მისი მოლოდინები) გამოწვეული ელიზა დულიტლის შესანიშნავი ტრანსფორმაცია. განათლების სფეროში როზენტალისა და ჯეიკობსონის ნაშრომის, ,,პიგმალიონი კლასში“, პირველი ფართო წარდგენისას, მასწავლებელთა მცირე ნაწილი თუ მიხვდა, როგორ უნდა გამოეყებინა სწორედ პიგმალიონის ეფექტი ანუ თვით-განჭვრეტა (თვით-განჭვრეტა) (SFP – self-fulfilling prophesy), როგორც პედაგოგიური ხერხი, პოზიტიური მოლოდინების გადაცემისთვის და, შესაძლებელია, ნეგატიური მოლოდინების გადაცემისგან თავის შეკავებისთვისაც კი.

რამდენი თქვენგანი თვლით, რომ ხართ  ხასიათის გონივრული შემფასებლები? მასწავლებლობის მრავალწლიანი გამოცდილებით, შეგწევთ უნარი შეაფასოთ მოსწავლის შესაძლებლობები სწორად? იშვიათად ცდებით, უფრო ხშირად კი სწორ დასკვნებს აკეთებთ? ბევრი მასწავლებელი თვლის, რომ შეუძლია წინასწარ იმსჯელოს, ხანდახან სკოლის პირველ დღეს ერთი თვალის გადავლებითაც კი, თუ როგორ მოიქცევა და ისწავლის ესა თუ ის მოსწავლე მომავალში.

მოსინჯეთ ქვემოთ მოყვანილი სავარჯიშო. წარმოიდგინეთ, რომ არ კითხულობთ სტატიას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლის მოლოდინების ძალის სწავლებას. ჩამოწერეთ ის, რაც პირველად მოგივათ თავში, ადამიანის თითოეული ტიპის შესახებ. შეასრულეთ სავარჯიშო პატიოსნად. მხოლოდ თქვენ იქნებით თქვენივე შეხედულებების მოწმენი.

ზოგადად, რა მახასიათებლებით დაახასიათებდით:


  • მოზარდს, რომელიც არის რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დახლოებული ოჯახიდან;
  •  მნიშვნელოვნად ჭარბწონიან მოზარდ გოგონა;
  •   დაწყებითი სკოლის დედისერთა მოსწავლეს, რომელიც არის საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან;
  • საშუალო სკოლის მოსწავლეს, რომლის ორი დედმამიშვილი უკვე გყავდათ კლასში რამდენიმე წლის წინ და თითოეული მათგანი იყო პრობლემური;
  • აზიელ ბიჭს, რომელიც არის უნივერისტეტში პატივსაცემი მათემატიკის პროფესორის ვაჟი;
  • მოზარდ ბიჭს, რომელიც არის ფიზიკურად ძალიან სუსტი და თავისი ასაკისთვის საკმაოდ არაკოორდინირებული;

Wednesday, October 24, 2012

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ადამიანს დაბადებიდანვე დაყვება ყველა უნარის ერთობლიობა, მაგალითად, ხატვის, მუსიკის და ა.შ. შემდეგ კი ყველა ინდივიდი სხვადასხვა გზითა და მიმათულებით ავითარებს იმ უნარს, რომელიც ყველაზე მეტად მისაღები და ახლოა მის სულთან. ამ დროს კი დანარჩენი უნარები ერთგვარად მივიწყებული რჩება. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გვაქვს მაინც და მაინც ხატვისკენ მიდრეკილება და ლექსს ვერასოდეს დავწერთ. უბრალოდ, ჩვენი უნარების განვითარებისას ხატვის უნარი თავიდნვე უფრო მეტად გავააქტიურეთ, ვიდრე ლექსის წერის. 

როცა  ,,ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამაში ჩავერთე, პირველად მაშინ გავიგე განვითარებისა და სწავლების თეორიების შესახებ. ალბათ, ყველას გექნებათ წაკითხული ჰოვარდ გარდნერის ,,მრავალმხრივი ინტელეტის“ თეორიის შესახებ. ამ თეორიამ უფრო განმიმტკიცა ჩემი წარმოდგენა ადამიანისა და მისი ნიჭიერების შესახებ. ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანისტური მიდგომა განათლების საკითხისადმი.

ამიტომ გადავწყვიტე ჩემს ბლოგზე ამ თეორიისა და მისი შემქმნელის შესახებ მოკლე ინფორმაცია დავწერო.

,,მინდა, რომ ჩემმა ბავშვებმა შეიცნონ სამყარო, თუმცა არა იმიტომ, რომ სამყარო არის მომხიბლავი და ადამიანის გონება კი ცნობისმოყვარე. მსურს, რომ მათ იპოვონ თავიანთი ადგილი იქ დ შეცვალონ ის უკეთესობისკენ. ამ აღქმის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი თავის და ჩვენი შესაძლებლობების შეცნობა“ - წერდა ჰოვარდ გარდნერი.