კარგი თუ ცუდი; რას ელიან მასწავლებლები თავიანთი მოსწავლეებისგან და რას ღებულობენ სინამდვილეში!
ავტორი: რობერტ ტობერი
შესავალი
მასწავლებელთა უმრავლესობამ ცოტა რამ მაინც იცი პიგმალიონის
ეფექტის შესახებ ანუ უცნობი ადამიანის შესახებ ჩვენს მოლოდინს, შეუძლია აიძულოს ეს
ადამიანი მოიქცეს ისე, რომ გაამართლოს ეს მოლოდინი. ყველას, ვისაც წაკითხული აქვს ბერნარდ
შოუს ,,პიგმალიონი“ ან ნანახი აქვს ფილმი ,,ჩემი მშვენიერი ლედი“, ახსოვს პროფესორი
ჰიგინსის რწმენით (ანუ ელიზას შესახებ მისი მოლოდინები) გამოწვეული ელიზა დულიტლის
შესანიშნავი ტრანსფორმაცია. განათლების სფეროში როზენტალისა და ჯეიკობსონის ნაშრომის,
,,პიგმალიონი კლასში“, პირველი ფართო წარდგენისას, მასწავლებელთა მცირე ნაწილი თუ მიხვდა,
როგორ უნდა გამოეყებინა სწორედ პიგმალიონის ეფექტი ანუ თვით-განჭვრეტა (თვით-განჭვრეტა)
(SFP – self-fulfilling prophesy), როგორც პედაგოგიური ხერხი, პოზიტიური მოლოდინების
გადაცემისთვის და, შესაძლებელია, ნეგატიური მოლოდინების გადაცემისგან თავის შეკავებისთვისაც
კი.
რამდენი თქვენგანი თვლით, რომ ხართ ხასიათის გონივრული შემფასებლები? მასწავლებლობის
მრავალწლიანი გამოცდილებით, შეგწევთ უნარი შეაფასოთ მოსწავლის შესაძლებლობები სწორად?
იშვიათად ცდებით, უფრო ხშირად კი სწორ დასკვნებს აკეთებთ? ბევრი მასწავლებელი თვლის,
რომ შეუძლია წინასწარ იმსჯელოს, ხანდახან სკოლის პირველ დღეს ერთი თვალის გადავლებითაც
კი, თუ როგორ მოიქცევა და ისწავლის ესა თუ ის მოსწავლე მომავალში.
მოსინჯეთ ქვემოთ მოყვანილი სავარჯიშო. წარმოიდგინეთ,
რომ არ კითხულობთ სტატიას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლის მოლოდინების ძალის
სწავლებას. ჩამოწერეთ ის, რაც პირველად მოგივათ თავში, ადამიანის თითოეული ტიპის შესახებ.
შეასრულეთ სავარჯიშო პატიოსნად. მხოლოდ თქვენ იქნებით თქვენივე შეხედულებების მოწმენი.
ზოგადად, რა მახასიათებლებით დაახასიათებდით:
- მოზარდს, რომელიც არის რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დახლოებული ოჯახიდან;
- მნიშვნელოვნად ჭარბწონიან მოზარდ გოგონა;
- დაწყებითი სკოლის დედისერთა მოსწავლეს, რომელიც არის საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან;
- საშუალო სკოლის მოსწავლეს, რომლის ორი დედმამიშვილი უკვე გყავდათ კლასში რამდენიმე წლის წინ და თითოეული მათგანი იყო პრობლემური;
- აზიელ ბიჭს, რომელიც არის უნივერისტეტში პატივსაცემი მათემატიკის პროფესორის ვაჟი;
- მოზარდ ბიჭს, რომელიც არის ფიზიკურად ძალიან სუსტი და თავისი ასაკისთვის საკმაოდ არაკოორდინირებული;
პირველი შთაბეჭდილებები
არის მუდმივი
მიუხედავად ძალისხმევისა უარყოთ ამ მოსწავლეებისა და
მათი აკადემიური/დისციპლინური მომავლის შესაფერისი მოლოდინების არსებობა, იჭერთ თუ
არა თქვენს თავს ამგვარი მოლოდინების შექმნაში
- მყისიერად მაინც? თუ თქვენი პასუხია ,,კი“ მაშინ თვით-განჭვრეტას, ალბათ, უკვე დაწყებული
აქვს მოქმედება.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiLPFqTNYXcAA_pS4UnMOrNvooPYhYBFQm0-IPb-bqMPjta6qhqHqBwaOAXegQbAu_RYBWPzwBJDmedC7-6cLnw60flDpUuKeEpCz66klE96X3VfNvrFcE4FOIkuDF8tTrK6ujeKVkMMeU/s400/url.jpg)
მაგალითისთვის, მასწავლებელი, რომ იყოთ და გყავდეთ მოსწავლე,
რომელმაც თქვენს მოლოდინებზე გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა ტესტში, პირველ რიგში,
მოძებნით თუ არა სხვადასხვა მიზეზს ამის ასახსნელად თუ დაუშვებთ, რომ თქვენ სწორედ
ვერ შეაფასეთ მოსწავლის შესაძლებლობები? შეეცდებით თუ არა ხელახლა შეაფასოთ ტესტი,
იმ რწმენით, რომ შეცდომა გაგეპარათ? გაიხსენებთ
თუ არა, ვინ იჯდა გამოცდაზე მოსწავლის გვერდით და შემდეგ შეამოწმებთ გვერდზემჯდომი მოსწავლის ტესტს,
პასუხებში ნებისმიერი სახის მსგავების აღმოსაჩენად?
თუ, როგორც ვაგარი ამტკიცებს, ,,წინასწარგანჭვრეტის
საბოლოო ფუნქცია არა მომავლის შესახებ მსჯელობა, არამედ მისი შექმნაა“, მაშინ ყოველ
ჯერზე, როცა მასწავლებელი მოსწავლის შესაძლებლობებს აზვიადებს ან ამცირებს, ფაქტიურად,
გავლენას ახდენს მოსწავლის მომავალ ქცევასა და მიღწევებზე. ეს არის საოცარი ტვირთი,
რომელსაც განმანათლებლები ატარებენ. ეს ტვირთი შეიძლება შემცირდეს თუ მასწავლებელი
უკეთესად გაიაზრებს SFP-ს და მუდმივად გულმოდგინედ გააკონტროლებს მას.
თვით-განჭვრეტის ისტორია და მოქმედება
ტერმინი ,,თვით-განჭვრეტა“ პირველად შემოიტანა სოციოლოგმა
რობერტ მერტონმა (1948). SFP-ის განმარტებისთვის, მერტონმა შექმნა თეორია: ,,თუ ადამიანი
მოიაზრებს სიტუაციას როგორც რეალურს, შედეგად ის გახდება კიდეც რეალური.“
ქვემოთ მოყვანილ ხუთ-საფეხურიან მოდელში ჩანს როგორ
მოქმედებს თვით-განჭვრეტა:
- მასწავლებელი ქმნის მოლოდინებს;
- მასწავლებელი იქცევა ამ მოლოდინების მიხედვით;
- მასწავლებლის ქცევა ეუბნება თითოეულ მოსწავლეს (ხმამაღლა და მტკიცედ) თუ რა ქცევას და მიღწევებს ელის მასწავლებელი მისგან;
- თუ ეს დამოკიდებულება იქნება თანმიმდევრული, შეძლებს შეცვალოს მოსწავლის ქცევა და მიღწევები;
- დროსთან ერთად, მოსწავლის ქცევა და მიღწევები მოლოდინებთან უფრო და უფრო შესაბამისი გახდება.
მასწავლებელი ქმნის მოლოდინებს
მასწავლებლები ხშირად მოლოდინებს სწავლის პირველივე
დღესვე ქმნიან. თუ პირველი შთაბეჭდილებები არის მუდმივი, მაშინ მოსწავლეების ნაწილი
უპირატესობაში, ნაწილი კი აშკარა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება მთელი მომავალი
სასწავლო პერიოდის განმავლობაში.
რა მახასიათებლები ახდენენ გავლენას მოლოდინებზე? თვით-განჭვრეტის
კვლევა აჩვენებს, რომ მასწავლებლები ქმნიან მოლოდინებს და აკრავენ ადამიანებს იარლიყებს
ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა, ტანის აგებულება, სქესი, კანის ფერი, ეთნიკურობა,
მეტსახელი, მიმზიდველობა, დიალექტი, სოციოეკონომიკური დონე და ა.შ. როგორც კი შევქმნით
ადამიანის შესახებ სტერეოტიპს, ეს გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ მოვიქცევით ან რა
რეაგირებას მოვახდენთ გარკვეულ სიტუაციებში ამ ადამიანის მიმართ. ,,იარლიყებით ჩვენ
აღარ გვჭირდება შევიცნოთ ადამიანი. შეგვიძლია უკვე ვივარაუდოთ, როგორია ეს ადამიანი.“
მაგალითად, კვლევები აჩვენებს, რომ როცა ლაპარაკია ადამიანი
ტანის აგბულებაზე, მეზომორფები, რომლებსაც აქვთ ძლიერი მხრები, პატარა ბარძაყები და
დაკუნთული სხეული, არიან ,,უფრო კარგები“, ვიდრე ორივე, ექტომორფები, სუსტი სხეულით
და, ენდომორფებიც, მრგვალი სახითა და მსუქანი ტანით. სხვა მოლოდინებთან ერთად, მეზომორფები
მიჩნეულნი არიან უფრო კარგ მამებად, პოტენციურ ლიდერებად, კომპეტენტურ ექიმებად და
სხვებზე მზრუნველებად.
რაც შეეხება მიმზიდველობას, ამ შემთხვევაში, გამონათქვამი
,,სილამაზე კარგია“ დომინირებს როგორც წიგნებში, ისე სინამდვილეშიც. მიმზიდველი ადამიანების
მიმართ არის მოლოდინი იმის, რომ ისინი იქნებიან უკეთესი მომუშავენი, ამიტომ უფრო ხშირად,
სწორედ, მათ ასაქმებენ, მაღალ ხელფასსაც უნიშნავენ და მათი კარიერული წინსვლაც უფრო
სწრაფად ვითარდება, ვიდრე სხვა, ნაკლებად სიმპატიური, თანამშრომლების. ლამაზი ადამიანები
მიჩნეულნია არიან უკეთეს მშობლებად, საჯარო მოხელეებად და პატივსაცემ ადამიანებად.
მიმზიდველი ადამიანებისადმი, მოსწავლეების ჩათვლით, დადებითი თვისებების მიწერა არის
საყოველთაოდ მიღებული ნორმა.
საბოლოოდ, მიკუთვნებულმა სახელმა, რომელიც ხშირად გადაიქცევა
უცნობი ადამიანის შესახებ პირველ ნიშან-თვისებად, შეიძლება გამოიწვიოს მოლოდინები.
ჯონ ქეშმა თავის სიმღერაში, ,,ბიჭი სახელად სიუ“, იცოდა მოლოდინების ძალა და კვლევები
ამას ამტკიცებს კიდევაც. ბავშვზე, რომელიც ატარებს სოციალურად მიუღებელ სახელს, მოქმედებს
სწორედ სოციალურად ხელის შემშლელი ფაქტორები.
შეერთებულ შტატებში, თეთრი, საშუალო ფენის წარმომადგენელი ქალბატონები ასწავლიან სხვადასხვაგვარ
მოსწავლეებს, რომლებიც უფრო და უფრო ნაკლებად გვანან თავად მასწავლებლებს, კანის ფერით,
რასით თუ ეთნიკურობით. როცა უმცირესობაში არსებულია მოსწავლეები, რომლებიც ატარებენ
უჩვეულო სახელებს (სულ მცირე მასწავლებლის თვალში მაინც) შედიან კალსში, მასწავლებელი
თავისდაუნებურად ექცევა გავლენის ქვეშ.
თვით-განჭვრეტის თეორია ორიმხრივია. არა მხოლოდ მასწავლებლები ქმნიან მოლოდინებს მოსწავლეების
მიმართ, არამედ მოსწავლეებიც ქმნიან მოლოდინებს, ზემოთ თქმული, მახასიათებლების
გამოყენებით.
მასწავლებლები იქცევიან მოლოდინების შესაფერისად
სხვადასხვა მოლოდინს მივყავართ სხვადასხვა ქცევა-დამოკიდებულებამდე.
როგორ გადასცემს ერთი ადამიანი მეორეს თავის მოლოდინებს? მასწავლებლის მიერ მოლოდინების
გადასაცემად გამოყენებულ ფაქტორებად როზენტალი ასახელებს შემდეგს: განწყობა, უკუკავშირი,
შრომის ჩადება და შედეგი.
- განწყობა: მოლოდინის მქონე ადამიანის სოციოემოციური გწყობა, უმეტეს შემთხვევაში არავერბალურად გადაცემული (მაგალითად, გაცინება ან თავის დაქნევა, ძლიერი თვალით კონტაქტი, მოსწავლის მიმართ დახრა და ა.შ.);
- უკუკავშირი: ორივე, ემოციური (მაგალითად, მაღალ-მოლოდინიანი მოსწავლეების უფრო მეტი ქება და ნაკლები კრიტიკა) და კოგნიტური ინფორმაციის (მაგალითად,მაღალ-მოლოდინიანი მოსწავლეების პასუხების მიმართ გამოხატული დეტალური უკუკავშირი) გათვალისწინება;
- შრომის ჩადება: მასწავლებლები მიდრკილნი არიან ასწავლონ უფრო გულდასმითა და მოტივაციით მოსწავლეებს, რომლებისგანაც მეტს ელიან;
- შედეგი: მასწავლეები ხელს უწყობენ მაღალ-მოლოდიანიან მოსწავლეებში როგორც ვერბალური, ისე არა-ვერბალურ საქციელისადმი დიდი პასუხილმგებლიანობის გრძნობის გაღვიძებას.
ეს ოთხი ფაქტორი, რომელთაგან თითოეული არის კრიტიკული
მოლოდინების გადასაცემად, შეიძლება კარგად გაკონტროლდეს მასწავლებლის მიერ, შესაბამისი
ცოდნის არსებობისას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასწავლებელს არ სჯერა გარკვეული მოსწავლის
დიდი აკადემიური მიღწევის ან ქცევის გაუმჯობესების, მან უნდა იმოქმედოს ისე, თითქოს
განმსჭვალულია დადებითი ემოციებით მის მიმართ.
დასკვნა
გრძელვადიანმა კვლევებმა უზრუნველყო SFP თეორიების სისწორე,
რომ მასწავლებელთა მოლოდინებს შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსწავლეების ქცევასა და მიღწევებზე.
მასწავლებლებს, რომლებიც ეფექტურად იყენებენ თვით-განჭვრეტის თეორიას, შეუძლიათ დაეხმარონ
მოსწავლეებს გახდნენ მათი, საკუთარი, პიგმალიონები.
1xbet - No 1xbet Casino | Live dealer casino online
ReplyDelete1xbet is a reliable casino site that offers a great casino games from the 1xbet korean best software providers 토토 for the regulated gambling markets. 바카라 사이트 Rating: jancasino.com 8/10 · Review by a Tripadvisor user · Free · Sports