პირველი სცენა
მთხრობელი: - შორეულ წარსულში თოვლის პაპის სამეფოში უცნაური ამბავი დატრიალდა. ზაღაპრის გმირებმა გადაწყვიტეს თავი შეეხსენებინათ ადამიანებისთვის და დიდი აურზაური მოაწყეს. ბოროტმა თოვლის დედოფალმა ახალი წლის მოპარვა განიზრახა, დანაღვლიანებული თოვლის ბაბუას ხარ-ირმების გარეშე დატოვა. მაგრამ ახალი წელი რის ახალი წელია სიკეთემ თუ არ გაიმარჯვა?! ასე მოხდა ჩვენ საახალწლო ზღაპარშიც, თუმცა მე, რომ ეხლა ყველაფერი მოგიყვეთ ზღაპარი უინტერესო გახდება
ცოტახნით გადავინაცვლოთ ბავშვობაში, ზღაპრების სამეფოში და ერთად ვნახოთ რა მოხდა წინასაახალწლო დღეებში თოვლის პაპის სამეფოში.
(სცენაზე შემოდის შვიდი ჯუჯა)
1-ლი ჯუჯა: - რა კარგი ამინდია!
მე-2 ჯუჯა: - მერე ეგ არის სასიხარულო?! არ თოვს!
მე-3 ჯუჯა: - რა მოხდა, რომ არ თოვს? ასეთი ამინდები სხვა წლებშიც ხომ გვქონია?
მე-2 ჯუჯა: - როგორ არა, მაგრამ სხვა წლებში თოვლი ასე ჩქარა არ შრებოდა!
მე-4 ჯუჯა: - კამათის დრო გვაქვს? შეხედე რამდენი საქმეა გასაკეთებელი.
მე-5 ჯუჯა: - სასწრაფოდ თოვლის ბაბუიის ხარ-ირმები უნდა მოვამზადოთ, ბავშვების წერილები და საჩუქრები უნდა მოვაწესრიგოთ.
მე-6 ჯუჯა: - ბავშვების წერილები და საჩუქრები უნდა მოვაწესრიგოთ.
მე-7 ჯუჯა: - შენ მხოლოდ სხვისი ნათქვამები იმეორე!
მეორე სცენა
მთხრობელი: - სანამ ჯუჯები ამინდზე ბჭობდნენ, თოვლის პაპა სახლში თოვლის ბებოს მიერ გაკეთებულ უგემრიელეს ჩაის და ხვეზელებს შეექცეოდა.
(მოქმედება ხდება თოვლის პაპის სახლში)
თოვლის ბაბუა: - დილამშვიდობისა თოვლის ბებო!
თოვლის ბებო: - დილამშვიდობის. ნახე, რა კარგი ამინდია, მალე ახალი წელი გვეწვევა.
თოვლის ბაბუა: - ჯუჯები სად არიან? მოამზადეს საჩუქრები? წაიკითხეს წერილები?
(შემორბის ფიფქია, ის ძალიან შეწუხებულია, ტირის და სლუკუნებს, ძლივს ლაპარაკობს)
ფიფქია: - თოვლის ბაბუა, უბედურება მოხდა!
თოვლის ბებო: - რა მოხდა ფიფქია?
თოვლის ბაბუა: - მალე, მალე თქვი ფიფქია რა მოხდა!
ფიფქია: - თოვლის ბაბუა (ტირის და სლუკუნებს), გაქრნენ, გაქრნენ...
თოვლის ბაბუა: - ვინ გაქრა ფიფქია, ჩქარა თქვი გულს ნუ მიხეთქავ.
ფიფქია: - შენი ხარ-ირმები გაქრნენ!
თოვლის ბაბუა: - როგორ თუ გაქრნენ, რას მელაპარაკები! (ამბობა გაბრაზებით, ხუმრობა ჰგონია)
(ამ დროს შემოდიან ჯუჯები)
1-ლი ჯუჯა: - თოვლის ბაბუა ცხოველები საერთოდ აღარსად ჩანან, მგონი გაქრნენ.
მე-2 ჯუჯა: - აღარც თოვლი მოდის, ისეთი მზე ანათებს თუ თოვლი არ მოვიდა, სულ დადნება ყველაფერი
და საახალწლოდ თოვლი აღარ გვექნება.
მე-3 ჯუჯა: - თოვლის ბაბუა, რა გვეშველება?
მე-4 ჯუჯა: - თოვლის ბაბუაააა (ტირის)
მე-5 ჯუჯა: - რამე უნდა ვიღონოთ საჩქაროდ!
მე-6 ჯუჯა: - რამე უნდა ვიღონოთ საჩქაროდ!
მე-7 ჯუჯა: - შენ მარტო ჩვენი ნათქვამები იმეორე (ბრაზობს).
თოვლის ბაბუა: - თოვლის დედოფალი, ყველაფერი მისი ბრალი იქნება.