პროექტი ,,ხელნაკეთი წიგნაკები“
მთავარი იდეა: მოსწავლეები ქმნიან ილუსტრირებულ ოთხ-გვერდიან წიგნაკებს, რომლებსაც თავადვე აფორმებენ და ყველა ილუსტრაციისთვის თავადვე ქმნაინ მინი-ტექსტებს ინგლისურ ენაზე.
პროექტის აქტუალურობა: პროექტის იდეა დამატებითი მოტივაციის წყარო იქნება მოსწავლეებისათვის, რადგან ოთხ-გვერდიან წიგნაკებს თავად აკინძავენ, თავად გააფორმებენ და დამოუკიდებლად დაწერენ მინი-ტექსტებსაც. ამასთანავე, ეს წიგნაკები გამოადგებათ უმცროსკლასელებსაც, როცა დაიწყებენ კითხვას და თავისი სკოლელების მიერ შექმნილ წიგნებს წაიკითხავენ. ეს მათთვისაც მოტივაცია იქნება, რომ უკეთესად ისწავლონ ინგლისური ენა და მომავალში თავადაც შექმნან ამგვარი წიგნები.
მოსწავლეთა ასაკი: 10-13 წელი (V და VI კლასელები)
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა (თუმცა მსგავს ღონისძიებას შეიძლება პერიოდული ხასიათი მიეცეს და ყოველი თვის ბოლოს გაკეთდეს)
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან წიგნაკებს, მოაწყობენ პრეზენტაციას და გააცნობენ თავიანთ შემოქმედებას მთელს სკოლას. მოსწავლეები ისწავლიან ტექსტების დაკავშირებას შესაბამის ილუსტრაციებთან, შეეჩვევეიან დამოუკიდებლად მინი-ტექსტების შექმნას. შექმნილი პროდუქტით ისარგებლებენ უმცროსკლასელები.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ გაიუმჯობესონ წერის უნარ-ჩვევები, ნაწერის ილუსტრაციასთან დაკავშირების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები. მოსწავლეები დაწყებით საფეხურზე გაეცნობიან ინგლისურ ენაში წინადადების წყობის სპეციფიკას.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: თაბახის ფურცლები, ფანქრები (ფლომასტერები), მაკრატელი, წებო, წინასწარ დაწერილი და გასწორებული მინი-ტექსტები.
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მიკროტექსტების შედგენა.
• ილუსტრაციებზე დაყრდნობით წერს მიკროტექსტს ან ცვლის ტექსტის მონაკვეთს/დასასრულს;
• ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისათვის;
• ნიმუშის ან მოცემული პირობის მიხედვით წერს ტექსტს (მაგ., მეგობრის, საცხოვრებელი ადგილის, ნივთის, ცხოველის აღწერას).
უცხ.დ.III.14. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
• იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., წინდებულს, ზმნიზედას);
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით.
• წერს შავ ვარიანტს;
• გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს;
• ათეთრებს ნაწერს.
No comments:
Post a Comment